ჩვენ შესახებ
MyTrener.ge-ს იდეა დაიბადა 2024 წელს, როცა შევნიშნეთ, რამდენად რთული იყო ადამიანებისთვის ერთ სივრცეში მოეძებნათ სანდო და კვალიფიციური სპორტული სპეციალისტი — იქნებოდა ეს პერსონალური ტრენერი, იოგას ინსტრუქტორი, მკლავჭიდის მწვრთნელი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულების პროფესიონალი. გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი ტრენერის პოვნა, მისი გამოცდილების, ფასისა და კლიენტების შეფასებების შედარება და პირდაპირ საიტიდან ვარჯიშის დაჯავშნა.
დროთა განმავლობაში იდეა გაფართოვდა — გადავწყვიტეთ, იმავე სივრცეში დაგვეტოვებინა ინფორმაცია სპორტული დარბაზების, მოედნებისა და ბაზების შესახებ, სადაც ეს ვარჯიშები ტარდება, ასევე მსაჯებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორების პროფილები, რომლებიც ხშირად რჩებოდნენ ხედვის მიღმა, თუმცა სპორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილს წარმოადგენენ. დღეს MyTrener.ge აერთიანებს ტრენერებს, დარბაზებს, სპორტულ სპეციალისტებს და მსაჯებს ერთ ეკოსისტემაში — რაც მომხმარებელს უადვილებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას ერთ ადგილას.
ჩვენი პლატფორმა ასევე გაჰყვება იმ ადამიანების ისტორიებსა და მიღწევებს, ვინც სპორტში საკუთარ გზას იკვლევს — ბლოგის საშუალებით ვაქვეყნებთ საინტერესო ამბებს ტრენერების, მათი კლიენტების წარმატებებისა და სპორტული ცხოვრების შესახებ, რაც მკითხველს არა მხოლოდ ინფორმირებულს ხდის, არამედ შთააგონებს კიდეც. გარდა ამისა, საიტზე შესაძლებელია სპორტული აღჭურვილობის, სპორტული კვების დანამატებისა და აქსესუარების შეძენა — ისე, რომ ვარჯიშისთვის საჭირო ყველაფერი ერთ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.
თუმცა ყველაზე მთავარი, რაც MyTrener.ge-ს ქმნისას გვქონდა მხედველობაში, თავად ტრენერებისა და სპეციალისტების ინტერესებია. გვსურდა, პლატფორმა არა მხოლოდ მათი ხილვადობის გაზრდაში დახმარებოდა, არამედ რეალურად შეემცირებინა მათი მარკეტინგული ხარჯები — სოციალურ ქსელებში პრომოციის ნაცვლად, ტრენერს შეუძლია ერთი პროფილით მიაღწიოს ათასობით დაინტერესებულ მომხმარებელს. ამასთან ერთად, დანერგილი გვაქვს რეფერალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ტრენერს შეუძლია დამატებითი შემოსავლის მიღება — უბრალოდ გააზიაროს პლატფორმა თავის გარემოცვაში.
MyTrener.ge დღეს გრძელდება იმ იდეით, რომლითაც დაიწყო — რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და მარტივად საპოვნელი იყოს, ხოლო თავად ტრენერებმა და სპეციალისტებმა მიიღონ ის ხილვადობა და ეკონომიური სარგებელი, რასაც იმსახურებენ.