მოგესალმებით! მე ვარ ნიკოლოზ ტოკლიკიშვილი – პროფესიონალი ტრენერი 25 წელზე მეტი ხნის მრავალწლიანი გამოცდილებით ძალოსნობასა და კროსფიტში. სპორტში გატარებულმა წლებმა და მრავალმა დიდმა მიღწევამ მომცა შესაძლებლობა, შევიმუშავო მუშა და ეფექტური მეთოდოლოგია, რომელიც რეალურ შედეგამდე მიგიყვანთ.
ჩემი მთავარი მიზანია, დაგეხმაროთ თქვენი უნიკალური სპორტული მიზნების მიღწევაში, ფიზიკური ფორმის ძირფესვიანად გაუმჯობესებასა და მაქსიმალური ძალის განვითარებაში – იქნებოდა ეს წონის კონტროლი, კროსფიტის ელემენტები თუ ძალოსნური ტექნიკის დახვეწა.
არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხართ თუ უკვე გამოცდილი ათლეტი; ინდივიდუალური მიდგომა და სწორად დაგეგმილი პროცესი თითოეული თქვენგანის წარმატების გარანტიაა. ერთად შევცვალოთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარი!